Zum Inhalt springen

Warenkorb

Dein Warenkorb ist leer

Parfums de Marly Delina Eau de Parfum

Angebot€1.130,00

მდიდრული, ქალური და ელეგანტური სურნელი ყვავილოვან-ხილის ხასიათით. არომატი იხსნება ცოცხალი და ნათელი ნოტებით — ლიჩი, ბერგამოტი და რევანდი მას განსაკუთრებულ სისუფთავეს და ენერგიას აძლევს. გულში იგრძნობა დახვეწილი თურქული ვარდი, რომელსაც თან ახლავს ვეტივერი და კედრის ხე. თბილი ბაზა მუშკით, ვანილით და ამბრით სურნელს ანიჭებს მგრძნობიარე, რბილ და ხანგრძლივ ელეგანტურობას.

Delina იდეალურია თავდაჯერებული ქალებისთვის. ეს სუნამო შესაფერისია როგორც განსაკუთრებული დღეებისთვის, ასევე ყოველდღიურად, როცა გსურთ თავი იგრძნოთ განსაკუთრებით მომხიბვლელად.

 

არომატის ტიპი: ყვავილოვანი, ხილისებრი, ვარდისფერი, ქალური, ელეგანტური

ზედა ნოტები: რევანდი, ლიჩი, ბერგამოტი

გულის ნოტები: დამასკური ვარდი, პეონი, ვანილი

ბაზის ნოტები: ქაშმერანი, მუსკუსი, ვეტივერი

პარფიუმერი: Quentin Bisch

გამოშვების წელი: 2017

სეზონი: გაზაფხული, შემოდგომა, გრილი ზაფხულის საღამო და ზამთარ

 

Quentin Bisch ფრანგი პარფიუმერია და თანამედროვე პარფიუმერიის სამყაროში ერთ-ერთი ცნობილი სახელია. ის დაიბადა სტრასბურგში და მოგვიანებით სწავლობდა ცნობილ პარფიუმერულ სკოლაში Givaudan. სანამ პარფიუმერი გახდებოდა, მას ძალიან აინტერესებდა ხელოვნება, თეატრი და მუსიკა. სწორედ ამიტომ მისი სუნამოები ხშირად ძალიან გამომხატველი, მგრძნობიარე და პატარა ისტორიასავით არის შექმნილი.

Parfums de Marly-სთვის Quentin Bisch-მა შექმნა სურნელი Delina, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. Delina სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ვარდის სურნელი. ის აერთიანებს ელეგანტურ ვარდს, ლიჩის ხილისებრ სიტკბოს და რევანდის მსუბუქ მჟავიანობას.  Delina  არის  ახალგაზრდა, ქალური, ლუქსური და ძალიან ადვილად დასამახსოვრებელი არომატი.

 

ფლაკონის დიზაინი: Delina-ს ფლაკონის დიზაინი Parfums de Marly-ის ბრენდულ ესთეტიკას ეკუთვნის და შექმნილია ბრენდის კრეატიული მიმართულების ფარგლებში. ფლაკონის იერი შთაგონებულია XVIII საუკუნის ფრანგული სამეფო სტილით, Château de Marly-ის ელეგანტურობითა და დეკორატიული ელემენტებით. ვარდისფერი ფერი, მრგვალი ვერცხლისფერი თავსახური და დეკორატიული თასმა სუნამოს ქალურ, რომანტიკულ და ლუქსურ ხასიათს უსვამს ხაზს.

 

ყურადღება:

აალებადია. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინგრედიენტები
ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია მითითებულია მიღებულ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე. რეკომენდებულია, ყოველთვის გადაამოწმოთ ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ პროდუქტზე.

Parfums de Marly Delina Eau de Parfum
Parfums de Marly Delina Eau de Parfum Angebot€1.130,00