Zum Inhalt springen

Warenkorb

Dein Warenkorb ist leer

Genuine leather bag | ნატურალური ტყავის ჩანთა

Angebot280.00 GEL

ფასი: 280 ლარი 🤎

ნატურალური ტყავის ჩანთა — ულამაზესი დიზაინითა და ელეგანტური დეტალებით.

• ზომები: სიგანე 50 სმ × სიმაღლე 23 სმ × სიღრმე 15 სმ
• ქსოვილის სარჩული
• მაგნიტური საკეტი
• ორი შიდა ჯიბე, მათგან ერთი ელვით იკეტება
• მოსახსნელი ტყავის გრძელი სამხრე

📦 

იტალიური ტყავის ჩანთები ამჟამად შეკვეთით ჩამოგვაქვს. შეკვეთიდან 7–14 დღეში თქვენი ჩანთა თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის საფოსტო განყოფილებაში იქნება. გზავნილის ღირებულებაა 9 ლარი თითო კილოგრამზე.
ჩვენი ბრენდული პროდუქცია და სუნამოები ადგილზე გვაქვს მარაგში და მათი მიღება 1–2 დღეში შეგიძლიათ. მათზე ვრცელდება ორიგინალობის გარანტია.
ჩანთების დეტალურად დათვალიერება შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე. სურვილის შემთხვევაში, WhatsApp-ის ვიდეოზარის საშუალებითაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ.
ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ჩანთის მასალა ზუსტად შეესაბამება აღწერაში მითითებულს — თუ მითითებულია ნატურალური ტყავი, თქვენ სწორედ ნატურალური ტყავის ჩანთას მიიღებთ.
თუ აღმოჩნდება, რომ მასალა აღწერას არ შეესაბამება, ჩანთას უპრობლემოდ დავიბრუნებთ და გადახდილ თანხას დაგიბრუნებთ.
თუ ტრანსპორტირებისას ჩანთა დაზიანდა, გთხოვთ, მიღების შემდეგ რაც შეიძლება მალე დაგვიკავშირდეთ აქვე და გამოგვიგზავნოთ დაზიანების ფოტოები ან ვიდეო. ჩვენ ვიზრუნებთ საკითხის მოგვარებაზე.
ჩანთასთან ერთად სუნამოს შეძენის შემთხვევაში ისარგებლებთ ფასდაკლებით. ფასდაკლების ოდენობა დამოკიდებულია შერჩეულ პროდუქტებზე და მას შეკვეთის გაფორმებამდე შეგითანხმებთ.
ჩვენთვის მთავარი გამჭვირვალობა და სანდოობაა.
თქვენი კმაყოფილება ჩვენი მიზანია. 🤍



 

Genuine leather bag | ნატურალური ტყავის ჩანთა
Genuine leather bag | ნატურალური ტყავის ჩანთა Angebot280.00 GEL